(+995 32) 2 24 23 21 / 22 reservation@cronpalace.ge I ხეივნის ქ 12/13 . ორთაჭალა, თბილისი
ბიზნეს კლასის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი "კონტინენტ" უკვე საქართველოშია.
http://www.continentintl.com

2015 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა ბრენდსა და სასტუმროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას , ეგრეთწოდებულ შეთანხმებას. მსოფლიოს მაშტაბით კონტინენტი ფლობს 83 სასტუმროს. თურქეთში, რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ამერიკაში, ტაილანდში, ინდონეზიაში, ბანგლადეშში, მალაიზიაში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ეგვიპტეში, გაერთიანებულ ემირატებში, ალბანეთში, რუმინეთში, მონტენეგროში, და დღეს უკვე საქართველოშიც შეხვდებით მათ ქსელში გაერთიანებულ სასტუმროებს.

ბრენდს აქვს ძალზე საინტერესეო და განსხვავებული თავისებურებები როგორც ბიზნეს მოგზაურთათვის, ასევე სარეკრეაციო მიზნით მოგზაურთათვის.

სასტუმრო ,,კრონ პალასის“ მმართველმა გუნდმა დაიწყო მზადება ბრენდის სტანდარტებზე გადასასვლელად. თურქული ბრენდის ხელმძღვანელობამ ამისათვის 6 თვის ვადა დააწესა, რის შემდგომაც სრულად შეიცვლება სასტუმროს ვიზუალი ზ/ხსენებული ბრენდის სტანდარტების მიხედვით და დასრულდება ეგრეთწოდებული ,,რე-ბრენდინგის“ პროცესი.

სასტუმრო ,,კრონ პალასის“ მფლობელობაში არსებული 59 ოთახი, მათ შორის ,,ვიპ სართული“ სადაც განლაგებულია 2 პენთჰაუსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ქართული ტერასა, 24 საათიანი გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი, რესტორანი, ბარი, საკუთარი სამრეცხაო მომხმარებელს მოემსახურება კონტინენტის ბრენდის სტანდარტებზე დაყრდნობით.

სტუმრებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მაღალხარისხიანი მომსახურება, კონტინენტ კრონის პალას თბილისში.

კონტინენტის სასტუმროების დაარსების ისტორია იწყება 2000 წლიდან ვეტერანი ,,ჰოტელიერის“

Jirayr Zagikyan - ის მიერ, რომელსაც აქვს 40-ზე მეტი წლის გამოცდილება სასტუმრო ინდუსტრიაში. იგი გახლდათ აღმასრულებელი გუნდის წევრი Hilton -ის, Merit-ის, Divan - ის სასტუმროებში. კონტინენტის სახელწოდებით ბრენდი დარეგისტრირდა 2003 წელს დამფუძნებლის შვილის

Ethem ARET Zagikyan - ის მიერ, სწორედ მისი დამსახურებით კომპანიამ დაიწყო წინსვლა მსოფლიოს მაშტაბით საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის წოდებით.